I კვარტალში ჩეხეთიდან FDI-ს დიდი ნაწილი ენერგეტიკაში ჩაიდო – TOP-5 ინვესტორი კომპანია

I კვარტალში ჩეხეთიდან FDI-ს დიდი ნაწილი ენერგეტიკაში ჩაიდო – TOP-5 ინვესტორი კომპანია

პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში 201.4 მლნ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, სადაც თითქმის მეოთხედი ჩეხეთზე მოდიოდა. პირველი სამი თვის განმავლობაში ჩეხური ინვესტიციების მოცულობამ 41 მილიონ 502 ათასი დოლარი იყო.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩეხეთიდან ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. კერძოდ კი:

  1. ენერგეტიკა – $38.2 მლნ;
  2. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – $693 ათასი;
  3. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – $536 ათასი;
  4. საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – $98 ათასი;
  5. დანარჩენი სექტორები – $1.9 მლნ.

რაც შეეხება TOP-5 საწარმოს, სადაც ჩეხეთიდან მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო, ოფიციალური მონაცემებით, კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:

  • არაკომერციული ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” – ფილიალი საქართველოში;
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია
  • შპს პირველი საინვესტიციო კომპანია საქართველო
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი

მსგავსი სიახლეები

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის დახმარებით მომხმარებლებს 175 ათას ლარამდე ჩამოეწერათ

ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

როგორ ამოწმებენ საბაჟოზე სურსათს შემოტანისას? – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…